Saturday, January 10, 2015

სამეგრელო,''დადიანების სასახლე''

მუზეუმის კოლექცია 45000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ 1919 წლის ექსპროპრიაციის პერიოდს მიეკუთვნება; დანარჩენები სასახლეს მოგვიანებით შეემატა. ისინი ისტორიის ათასწლეულებს ასახავენ და რამდენიმე უაღრესად უნიკალურ ნივთს შეიცავენ, როგორებიცაა ნაპოლეონის სიკვდილშემდგომი ნიღაბი და კვართი, რომელიც, თქმულების თანახმად, წმინდა მარიამს ეკუთვნოდა.კოლექციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დადიანის ბიბლიოთეკა, სადაც ათასობით ხელნაწერი, იშვიათი წიგნი და ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი ბიბლიოთეკიდან წამოღებული ტომებიც ინახება.მუზეუმის აბჯარ-იარაღის კოლექცია 200-ზე მეტ ხმალს, პისტოლეტს, თოფსა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს.

No comments:

Post a Comment